A
A A A
a A

სიახლეები ყველა სიახლე

  • საარჩევნო ადმინისტრაციამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცა

    საარჩევნო ადმინისტრაციამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცა

    1 მაისი, 2021

    საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თბილისსა და რამდენიმე რეგიონში მიულოცეს; ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა კი დღეს ყველაზე ხანდაზმულ ამომრჩეველს სააღდგომო ნობათი და სურსათის შესაძენი ბარათები გადასცა საჩუქრად. საარჩევნო ადმინისტრაციამ დახმარება 12 ოჯახს გაუწია, მათ შორის ასევე არიან ფსიქოსოციალური საჭიროების, უსინათლო, ყრუ და ეტლით მოსარგებლე პირები, რომელთაც გადაეცათ სურსათის შესაძენი შესაბამისი ბარათები. 

    ცესკომ წელსაც გაითვალისწინა ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება  და სოციალური აქციაც შესაბამისი წესების დაცვით განახორციელა.

    სრულად
  • ცესკოში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე და მიმდინარე აქტივობებზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

    ცესკოში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე და მიმდინარე აქტივობებზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

    28 აპრილი, 2021

    დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა მცდარი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული რეორგანიზაცია, რომელიც კომისიაში არსებული რესურსების უფრო გონივრულ გადანაწილებას გულისხმობს და ორიენტირებულია თანამშრომლების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, შეფასდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ დისკრედიტაციულად და ამ მიმართულებით გაჟღერდა არაერთი სიცრუე: თითქოს სამი დეპარტამენტი გადადის ცესკოს მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში. ორგანიზაციის მიერ დასახელებული სამი დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, მაგალითად, არც კი არსებობს.

    მოგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა მარტის თვეში. აღნიშნული რეორგანიზაციით მოხდა ცესკოს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ისე დახარისხება, რითაც კიდევ უფრო ეფექტური გახდა თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა. თუ მომავალში იქნება მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ორიენტირებული ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

    ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციების განსახორციელებლად შეიქმნა, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული.

    დღეს ასევე ითქვა, რომ ცესკო თანამშრომლებს უკრძალავს მედიასთან კომუნიკაციას. ჩვენ კი ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით, იმგვარად, რომ ადმინისტრაციაში მიმდინარე ყველა სიახლე იყოს ყოველთვის საჯარო და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ცესკო მოქმედებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის დროს და შესაბამისად მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და პრეს-სპიკერი.  შეგიძლიათ იხილოთ შინაგანაწესი, სადაც დაცულია მედიასთან ურთიერთობის ყველა სტანდარტი.

    მანიპულირება თემით, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას თანამშრომლები ტოვებენ და ეს რაიმე კონკრეტულზე მიუთითებს - ასევე არის არასწორი და მიმართულია ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, - რაც არაერთხელ ითქვა ჩვენს მიერ. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია ცესკოს დისკრედიტაციაზე და ხშირად გადაიზრდება ხოლმე ხელმძღვანელი პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში, რაც ასევე ინსტიტუციას აყენებს ზიანს.

    სრულად
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა

    საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა

    28 აპრილი, 2021

    სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, 2021 წლის 7 - 28 აპრილის ჩათვლით პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები განახორციელა. რეგისტრირებული 1977 მოქალაქიდან გამოცდაზე გამოცხადდა 951 მოქალაქე, რომელთაგან სერტიფიცირება წარმატებით გაიარა 261 პირმა (ქალი - 171; კაცი - 90).

    საგამოცდო ცენტრების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები შემდეგია:

    თბილისის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 1410 მოქალაქიდან გამოცდაზე გამოცხადდა 672 მოქალაქე, სერტიფიცირება წარმატებით გაიარა 185 პირმა (ქალი - 126; კაცი - 59); ქუთაისის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 567 მოქალაქიდან გამოცდაზე გამოცხადდა 279 მოქალაქე, სერტიფიცირება წარმატებით გაიარა 76 პირმა (ქალი - 45; კაცი - 31).

    საგამოცდო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართა. 

    სრულად
  • ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისთვის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

    ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისთვის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

    21 აპრილი, 2021

    მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2021 წლის ოქტომბერში.

    საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:

    ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

    ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

    ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

    ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.

    პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

    განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

    დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51.

    სრულად
  • „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“

    „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“

    16 აპრილი, 2021

    ცესკო და სწავლების ცენტრი, 2021 წლის 31 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.

    პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით. სამ დღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას.

    სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

    დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (ეთიკის კოდექსი); საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მიმოხილვა (საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი); საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში; საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების შესრულება და ხმის მიცემის პროცედურა; კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება; ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა; საარჩევნო უბნის დახურვა; საარჩევნო ბიულეტენების დათვლა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა; კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

    „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების“ ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები.

    ინფორმაცია სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:

    სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან/და ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციისთვის დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2021 წლის 16 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში. რეგისტრციისთვის საჭიროა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა), რომელსაც უნდა დაურთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი. რეგისტრაციისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შევსებული აპლიკაცია, თანდართული დოკუმენტაციით, უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: მატერიალური ფორმით (ცხრილში მითითებულ მისამართზე, 2021 წლის 16 აპრილის 10:00 საათიდან - 25 აპრილის 18:00 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა) ან დისტანციურად ელექტრონული ფორმით (ცხრილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, 2021 წლის 16 აპრილიდან - 25 აპრილის 24 საათამდე). პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით განსაზღვრული მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები:

     

    საოლქო საარჩევნო კომისია

    დოკუმენტაციის წარდგენა მატერიალური ფორმით - მისამართზე

    დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული ფოსტის მისამართზე

    შესარჩევ მონაწილეთა რაოდენობის  ფარგლები

    №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, შიო მღვიმელის ქ. №1

    [email protected]

    160

    №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას №32

    [email protected]

    312

    №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას №33

    [email protected]

    372

    №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №4ა

    [email protected]

    128

    №5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, თელავის ქ. №7

    [email protected]

    324

    №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, მესამე მასივი კალოუბნის №18

    [email protected]

    476

    №7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, ჯავახიშვილის №51

    [email protected]

    172

    №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №140ა

    [email protected]

    220

    №9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1

    [email protected]

    400

    №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, კორპ. 23

    [email protected]

    440

    №11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. საგარეჯო, ერეკლე II-ს №68

    [email protected]

    200

    №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. გურჯაანი, რუსთაველის №18

    [email protected]

    204

    №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის №19

    [email protected]

    140

    №14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის №29

    [email protected]

    92

    №15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ლაგოდეხი, ზაქათალას №44

    [email protected]

    148

    №16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის №34

    [email protected]

    120

    №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თელავი, დავითაშვილის №2

    [email protected]

    216

    №18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის №50

    [email protected]

    116

    №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია

    დ. თიანეთი, რუსთაველის №54

    [email protected]

    80

    №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. რუსთავი, ფიროსმანის №19

    [email protected]

    336

    №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №36

    [email protected]

    260

    №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. მარნეული, რუსთაველის №69

    [email protected]

    360

    №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის №68

    [email protected]

    248

    №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. დმანისი, წმინდა ნინოს №39

    [email protected]

    200

    №25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. წალკა, კოსტავას №50

    [email protected]

    176

    №26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის №35

    [email protected]

    168

    №27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №51

    [email protected]

    180

    №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. დუშეთი,მ. კოსტავას №23

    [email protected]

    200

    №29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

    ყაზბეგი, აღმაშენებლის №9

    [email protected]

    40

    №30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. კასპი, კოსტავას №16

    [email protected]

    152

    №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. გორი, სამების №1

    [email protected]

    424

    №33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ქარელი, თამარ მეფის №24

    [email protected]

    156

    №35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ხაშური, კოსტავას №7

    [email protected]

    208

    №36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ბორჯომი, წმინდა ნინოს №11

    [email protected]

    120

    №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ. №6

    [email protected]

    140

    №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია

    დ. ადიგენი, არტემ ბალახაშვილის №19

    [email protected]

    72

    №39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ასპინძა, ერეკლე II №6

    [email protected]

    92

    №40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ახალქალაქი, ჯავახიშვილის №2

    [email protected]

    280

    №41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების №23

    [email protected]

    148

    №43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ონი, ქაფიანიძის ქ. №90

    [email protected]

    92

    №44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ამბროლაური, აღმაშენებლის №24

    [email protected]

    148

    №45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ცაგერი, რუსთაველის №39

    [email protected]

    164

    №46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ლენტეხი, თამარ მეფის №31

    [email protected]

    92

    №47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. მესტია, თამარ მეფის №14

    [email protected]

    160

    №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია

    დ. ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №46

    [email protected]

    148

    №49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. თერჯოლა, რუსთაველის №117

    [email protected]

    132

    №50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. საჩხერე, მაჭავარიანის №41

    [email protected]

    228

    №51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

    [email protected]

    212

    №52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ბაღდათი, სააკაძის №5

    [email protected]

    120

    №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ვანი, თავისუფლების ქ. №63

    [email protected]

    124

    №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6

    [email protected]

    200

    №55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ხონი, კაკაბაძის №2

    [email protected]

    116

    №56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ჭიათურა, ნინოშვილის №5ა

    [email protected]

    232

    №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის №8

    [email protected]

    148

    №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. წყალტუბო, ყაზბეგის №2ა

    [email protected]

    268

    №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ №31

    [email protected]

    492

    №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ოზურგეთი, დოლიძის №1

    [email protected]

    248

    №61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას №76

    [email protected]

    152

    №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ჩოხატაური, დუმბაძის №35

    [email protected]

    152

    №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა

    [email protected]

    96

    №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. სენაკი, რუსთაველის №221

    [email protected]

    172

    №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. მარტვილი, გამსახურდიას №4

    [email protected]

    156

    №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ხობი, ცოტნე დადიანის №185

    [email protected]

    128

    №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ზუგდიდი, კოსტავას №58

    [email protected]

    428

    №68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. წალენჯიხა, სალიას №3

    [email protected]

    112

    №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ჩხოროწყუ, კოსტავას №22

    [email protected]

    108

    №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №7

    [email protected]

    128

    №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27

    [email protected]

    412

    №80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია

    დ. ქედა, წერეთლის ქ. №2

    [email protected]

    124

    №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ქობულეთი, მემედ აბაშიძის №10

    [email protected]

    260

    №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია

    დ. შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №2

    [email protected]

    196

    №83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია

    ქ. ბათუმი, ტაოს ქ. №1

    [email protected]

    184

    №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია

    დ. ხულო, ტბელ აბუსერიძის №9

    [email protected]

    216

    შენიშვნა:

    ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განხორციელდება პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ადგილის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე. ტრენინგის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, მონაწილე ტრენინგზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით. სასწავლო პროგრამა ჩატარდება 2021 წლის 31 მაისი - 12 ივნისის პერიოდში. პროგრამისთვის შერჩეული მონაწილეების ტრენინგზე მოწვევა განხორციელდება არაუგიანესს 2021 წლის 28 მაისისა. მონაწილეების ინფორმირება ტრენინგების დაზუსტებული თარიღის თაობაზე, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე მონაწილეებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით ან სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით. პროექტის ფარგლებში არ ანაზღაურდება მონაწილეთა ტრანსპორტირებასა და კვებასთან დაკავშირებული ხარჯი.
    სრულად

სიახლე